ბურჯანაძის 2-იანები რუსეთში

ბურჯანაძის 2-იანები რუსეთში

ესპანური „კახასოლის“ 18 წლის ქართველმა ფორვარდმა ევროთასზე ითამაშა და თავის გუნდს 2 ქულით, 2 პასით და 1 მოხსნით შეეწია. აღნიშნული ტურნირის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ბექა ბურჯანაძემ ყველაზე მეტი ხნით ითამაშა. ახალგაზრდა ქართველმა მეოთხე ტურის მატჩში, რომელშიც მისი გუნდი რუსეთში „ლოკომოტივს“ ხვდებოდა, მოედანზე 9,37 წუთი გაატარა. „კახასოლმა“ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ რკინიგზელთა მძლავრს გუნდს სტუმრად ვერ აჯობა – 83:72 „ლოკომოტივის“ სასარგებლოდ.
 
 
 
ბურჯანაძემ თამაშიდან ერთხელ, ისიც ზუსტად შეუტია. ქართველმა ცენტრმა ერთი ბურთი საკუთარ ფარქვეშ მოხსნა, 2 პასი მიითვალა და ბურთი ერთხელ დაკარგა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 4 შეადგინა, რაც მის 4 თანაგუნდელზე უკეთესი შედეგია. სევილიურ გუნდში 15 ქულით საუკეთესო ლუკა ბოგდანოვიჩი იყო, ხოლო „ლოკომოტივს“ 20 ქულით დერიკ ბრაუნმა ულიდერა.
 
K ჯგუფში „კახასოლი“ ბოლო ადგილზე იმყოფება. ბურჯანაძის გუნდს 4 ტურის შემდეგ გამარჯვება არ აქვს. მომდევნო ტურში სევილიელები პოლონურ „სტელმეტს“ უმასპინძლებენ.