ბურჯანაძის 4-ქულიანი დებიუტი ევროთასზე

ბურჯანაძის 4-ქულიანი დებიუტი ევროთასზე

12 სათამაშო წუთი ერგო 18 წლის ბექა ბურჯანაძეს ევროთასის სადებიუტო მატჩში, რომელიც მისმა „კახასოლმა“ იტალიაში, „დინამო სასარის“ წინაათმდეგ გამართა. შეხვედრა მეტად დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წამებზე, სამწუხაროდ, იტალიური გუნდის სასარგებლოდ გადაწყდა.
სევილიური კლუბი მთელი შეხვედრის მანძილზე უძლაიანდებოდა მასპინძლებს და მესამე მეოთხედის 28:21 მოგების შემდეგ 4 ქულით დაწინაურდა. გადამწყვეტი ათწუთეული საკუთარი ქომაგებით შეგულიანებულმა დინამოელებმა უკეთესად ჩაატარეს და საბოლოოდ 3 ქულის სხვაობით – 87:84 გაიმარჯვეს.
ქართველმა ფორვარდმა 3–დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. შესაბამისად, ბურჯანაძემ 4 ქულა მოინაგრა, რასაც 3 მოხსნა და 1 პასი ისე მიათვალა, ბურთი არ დაუკარგავს. ახალგაზრდა ქართველის ესოდენ მაღალი დონის მატჩში დამაჯერებელი გამოსვლა ბურჯანაძეს აქტივში უნდა ჩაეთვალოს.
კახასოლელთაგან 19 ქულით საუკეთესო იყო ბურჯანაძის ამპლუის მოთამაშე ბრაიან ასბერი, ხოლო კიდევ ერთმა ფორვარდმა, ჯონ ჰოლანდმა 16 ქულა მოინაგრა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბურჯანაძის პოზიცია საკმაოდ დატვირთულია. „კახასოლს“ სწორედ ამ პოზიციაზე ჰყავს წამყვანი მოთამაშეები.
მომდევნო ტურში, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართება, „კახასოლი“ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს. რომელმაც ამ ტურში ფრანგული „ორლეანი“ 93:73 დაამარცხა.