ბურჯანაძის 6 ქულა 14 წუთში და რეჯიო ემილიას მარცხი ორმაგ ოვერტაიმში

ბურჯანაძის 6 ქულა 14 წუთში და რეჯიო ემილიას მარცხი ორმაგ ოვერტაიმში

დაძაბულ, დრამატულ მატჩში დამარცხდა იტალიის სერია “ა”-ში მოთამაშე ბექა ბურჯანაძის “რეჯიო ემილია”. მისი გუნდი “ვენეციას” მასპინძლობდა და გამარჯვებულის გამოსავლენად 2 დამატებითი ხუთწუთეული გახდა საჭირო. თუკი პირველი ექსტრა ხუთწუთეული ფრედ დამთავრდა, მეორეში სტუმრებმა 17:3 იმარჯვეს და ბურჯანაძის გუნდმა საბოლოოდ მარცხი განიცადა – 101:115.

ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14 წუთში 6 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ბექამ ორქულიანი, 2-დან 1  სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, 2-ჯერ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

რეჯო ემილიამ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მე-6 მარცხი განიცადა და 2 გამარჯვებით ბოლო ადგილზეა. ბურჯანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 დეკემბერს სტუმრად ბრეშასთან გამართავს.