ბურჯანაძის 9 ქულა მურსიასთან | კორუნამ სეზონის ბოლოსწინა შეხვედრა დათმო

ბურჯანაძის 9 ქულა მურსიასთან | კორუნამ სეზონის ბოლოსწინა შეხვედრა დათმო

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში უმაღლესი ლიგიდან გავარდნილმა ლეიმა კორუნა ბასკეტმა მორიგი მარცხი იწვნია. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ბექა ბურჯანაძის გუნდმა სტუმრად მურსიასთან წააგო. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით – 105:93 დასრულდა.

ბურჯანაძემ, რომელმაც წინა ტურში ბარსელონასთან სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, სასტარტო ხუთეულში იყო. ბექამ კორუნელთაგან ყველაზე მეტი – 27:44 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა ოთხივე ორქულიანი ააცილა, სამაგიეროდ ერთადერთი სამქულიანი ჩააგდო, ხოლო 10 საჯარიმოდან მიზანში 6 გაარტყა.

ბურჯანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა, რც კორუნა ბასკეტში მე-3 შედეგი გახლდათ. ამ მხრივ საუკეთესო ფილ სკრაბი იყო (22), შემდეგ კი ოლე ლუნდკვისტი (19) მოდის.

ლეიმა კორუსნას 7 მოგება და 26 მარცხი აქვს და ბლო ადგილზე. ბოლო, 34-ე ტურში ბურჯანაძის გუნდი ბასკონიას უმასპინძლებს.