ბურჯანაძის ბეტისმა შინ მანრესასთან უიმედოდ წააგო

ბურჯანაძის ბეტისმა შინ მანრესასთან უიმედოდ წააგო

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში წარუმატებელი მატჩი ჰქონდა ბექა ბურჯანაძეს და მთლიანად მის გუნდ “ბეტისს”. ქართველი ფორვარდის გუნდმა “მანრესას” უმასპინძლა და 42 ქულით – 64:106 განადგურდა.

ბურჯანაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 15:39 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მთლიანობაში ბურჯანაძის ანგარიშზე 2 ქულა და 3 მოხსნა დაგროვდა. ბეტისის ანგარიშზე 1 მოგება და 2 მარცხია, გუნდი მე-16 ადგილზე იმყოფება და მორიგ ტურში, 3 ოქტომბერს, სტუმრად “ბრეგანს” დაუპირისპირდება.