ბურჯანაძის “დელტეკომ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია

ბურჯანაძის “დელტეკომ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია

ბექა ბურჯანაძის “დელტეკომ” ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და თავი დააღწია გასავარდნ ზონას. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 5 ტურია და შანსი იმისა, რომ პირველ წრეში თითქოს უიმედოდ მყოფი სანსებასტიანური გუნდი უმაღლეს დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს, საკმაოდ დიდია.

სანსებასტიანელებმა მორიგი გამარჯვება შინ, “მონბუს ობრადორიოსთან” მოიპოვეს – 85:72. გამარჯვებაში სოლიდური წვლილი მიუძვის ბექა ბურჯანაძეს. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 26 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ბექამ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი ორჯერ დაკარგა. მის თანაგუნდელთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო დანიელ პერესი, 10 ქულა და 11 მოხსნა ბლაგოდა სეკულიჩის ანგარიშზე დაგროვდა.

9 მოგებითა და 20 მარცხით “დელტეკო” 18-გუნდიან ლიგაში მე-16 ადგილზეა. თუმცა 9 მოგება აქვს კონკურენტ “ბრეგანსაც”, ხოლო ბოლო ადგილზე მყოფ “მურსიას” 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და 8 მოგება გააჩნია. მომდევნო მატჩს, 5 მაისს, სანსებასტიანელები სწორედ ‘მურსიასთან”, სტუმრად ჩაატარებენ.