ბურჯანაძის სარეკორდო წუთები და ქულები

ბურჯანაძის სარეკორდო წუთები და ქულები

ესპანურ პრიმერადივიზიონში პირადსარეკორდო მატჩი ჰქონდა 18 წლის ბექა ნურჯანაძეს. ერთ-ერთმა ყველაზე პერსპექტიულმა ქართველმა კალათბურთელმა „კახასოლის“ შემადგენლობაში კარიერის ყველაზე ხანგრძლივი და ქულუხვი მატჩი ჩაატარა. მეორე ტურის მატჩში „კახასოლი“ სტუმრად „კახა ლაბორალს“ შეხვდა და 70:90 დამარცხდა.
 

 
შეხვედრაში 15,51 წუთს ითამაშა ბექა ბურჯანაძემ. ქართველი ფორვარდი საკმაოდ აქტიური იყო და მატჩი 7 ქულითა და 4 მოხსნით დაამთავრა. ბექამ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და ასეთივე შედეგიანობით ესროლა სამქულინებიც, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან მან 4-დან 2 სროლა გამოიყენა.
 
2-დან 2 მარცხით „კახასოლი“ აუტსაიდერებში არიან. პრიმერადივიზიონში მორიგ შეხვედრას ბურჯანაძის გუნდი კვლავ სტუმრად, „ესტუდიანტესთან“ გამართავს.