ბურჯანაძის სევილიური რეკორდი: 17 წლის ქართველს “კახასოლში” ნდობა ეზრდება

ბურჯანაძის სევილიური რეკორდი: 17 წლის ქართველს “კახასოლში” ნდობა ეზრდება

ესპანეთის პრიმერადივიზიონში საინტერესო მატჩი გაიმართა. 30-ე ტური გასულ უქმეებზე ჩატარდა, თუმცა ერთი შეხვედრა გადაიდო. ბექა ბურჯანაძის “კახასოლი” ევროთასის ოთხთა ფინალში გავიდა და ესპანეთის ჩემპიონატში “ესტუდიანტესთან” გასამართი მატჩი გადაედო, რომელიც წუხელ გაიმართა.
 
ეს მატჩი უპირველესად იმით იყო გამორჩეული, რომ მასში 17 წლის ქართველმა ფორვარდმა მიიღო მონაწილეობა. “კახასოლის” ძირითად გუნდში ეს ბექა ბურჯანაძისთვის მესამე შემთხვევა იყო, როცა მოედანზე გავიდა, თუმც, თუკი აქამდე 2 მატჩის ჯამში მხოლოდ 40 წამი ეთამაშა, “ესტუდიანტესთან” შეხვედრაში მოედანზე 5:16 წუთით გავიდა.
 
ბურჯანაძემ ბევრი ვერაფრის გაკეთება მოასწრო – მას მეტოქის ფარისთვის არ შეუტევია. 1 მოხსნა ჰქონდა, 1 პერსონალური და ბურთიც ერთხელ დაკარგა.
“ესტუდიანტესის” შემადგენლობაში ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა – ტაირონ ელისმა ითამაშა, რომელმაც მოედანზე გატარებულ 23 წუთში 7 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. ელისმა 7-დან 2 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
 
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობის წარიმართა და საბოლოოდ “კახასოლის” გამარჯვებითაც დასრულდა – 88:74. ეს სევილიელთათვის 30 მატჩში მე-14 გამარჯვება აღმოჩნდა და ისინი ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფებიან.
ბექა ბურჯანაძე (მარცხნიდან მეორე) გამარჯვებას
თანაგუნდელებთან ერთად ზეიმობს