ბურსაში მოგებულ ევროსათასო მატჩში ბურჯანაძემ 5 ქულა მიითვალა

ბურსაში მოგებულ ევროსათასო მატჩში ბურჯანაძემ 5 ქულა მიითვალა

ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ” ულებ-ის ევროთასზე მორიგი მატჩი მოიგო. კანარელებმა ჯგუფის მე-3 მატჩი თურქეთში, “ბურსასფორთან” გამართეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 94:76.

ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე 13:06 წუთი გაატარა. ბექამ თამაშიდან განხორციელებული 3 სროლიდან 2 ჩააგდო. მის ანგარიშზე თითო ორქულიანი და სამიანი იყო, 1 შორი სროლა კი ააცილა. საბოლოოდ ბურჯანაძის ანგარიშზე 5 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. ბექამ ბურთი ერთხელ დაკარგა და ერთი ჯარიმა მიიღო. 

გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი ჯონ შურნას ჰქონდა, რომელმაც 18 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. 16 ქულა ჰქონდა ტომას დიმსას. 2 მოგებითა და 1 მარცხით გრანკანარელები 6-გუნდიანი ჯგუფის მეორე საფეხურზე არიან და 28 ოქტომბერს ჯგუფის დაუმარცხებელ ლიდერს, იტალიურ “დოლომატი ტრენტოს” უმასპინძლებენ.