C კატეგორიის მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდები დაიწყო!

C კატეგორიის მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდები დაიწყო!

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით ჩატარებული მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის სემინარების შემდგომ, C კატეგორიის ლიცენზიის მსურველთათვის ოლიმპირ სასახლეში, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული გამოცდები მიმდინარეობს.

11 ნოემბერს გამართულ სესიაზე მონაწილეობა 23 კანდიდატმა მიიღო. შემდგომი ნაკადის გამოცდა კი 12 ნოემბერს, 13:00 საათიდან გაგრძელდება.