ჩემპიონატი დაიწყო!

ჩემპიონატი დაიწყო!

გასულ კვირას, 22 ნოემბერს, საქართველოს  16 წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო. შეჯიბრში 14 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი. პირველ მატჩებს აგრარული უნივერისტეტის დარბაზმა უმასპინძლა
A ჯგუფი: რუსთავი, თელავი, მარნეული, აკადემია, ვერე, ორბი, ვარსკვლავები.B ჯგუფი: ქუთაისი, ბათუმი, იმედი, მართვე, ზაზა, დინამო, აკადემია 2.გათამაშების ფორმატის მიხედვით ჯგუფებში გუნდები 2 წრედ ითამაშებენ და მომდევნო ეტაპზე, ანუ პლეი ოფში 4–4 საუკეთესო გუნდი გავა. მეოთხედფინალები ერთ მოგებამდე იქნება, ხოლო ნახევარფინალები და ფინალი –ორამდე.კვირას აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში ტურნირის პირველი მატჩები გაიმართა. სულ ხუთმა წყვილმა ითამაშა, თუმცა ვერც ერთ შეხვედრაში დაძაბული ბრძოლა ვერ ვიხილეთ. საბოლოო ანგარიშებიდანაც ჩანს, რომ გამარჯვებას გუნდებმა იოლად მიაღწიეს.