ჩემპიონატში :ქუთაისიც” ჩაება

ჩემპიონატში :ქუთაისიც” ჩაება

ჭაბუკთა ჩემპიონატს ძირითადად აკადემიის დარბაზი მასპინძლობს, სადაც გასულ შაბათს 2 მატჩი გაიმართა.
„ენერჯი–ინვესტმა“, რომელიც ამავე სახელწოდების სუპერლიგის რუსთავული კლუბისგან განსხვავებით, თბილისური გუნდია, „აკადემიასთან“ დათმო შეხვედრა. აკადემიელებს ულიდერა მერაბ ბოქოლიშვილმა, რომელიც 20–წლამდელებშიც თამაშობს და თან სუპერლიგური სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტის გუნდის წევრიცაა.
მეორე მატჩში რუსთაველებმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს მართვე–2 და ამ შეხვედრაში გამოსარჩევია აკაკი დვალიშვილის ჩინებული გარჯა, ვინაც 35 ქულასთან ერთად 24 მოხსნა მიითვალა.მეორე ტურის პირველი შეხვედრა კი ხუთშაბათს გაიმართა. ჩემპიონატში კონკურსგარეშე მოთამაშე 1993–წლიანთა ნაკრები მართვე–1–თან დამარცხდა.ტურის ბოლო მატჩს ქუთაისმა უმასპინძლა, სადაც „სამედიცინო“ ჩავიდა და თავიდან მასპინძლებს სჯაბნიდა კიდეც. მეორე ტაიმიდან ქუთაისელებმა მიზანი გაისწორეს და როცა ფარზეც გამაგრდნენ, „სამედიცინო“ წასაგებად გაიწირა.