ჩემპიონი რუსთაველები ჩემპიონობისკენ მიიწევს

ჩემპიონი რუსთაველები ჩემპიონობისკენ მიიწევს

მოქმედმა ჩემპიონმა „რუსთავმა“ ფინალური სერიის პირველი მატჩი 20 ქულით მოუგო გია კაზანჯიანის „აკადემიას“ და ტიტულის შენარჩუნებამდე ერთი ნაბიჯი აკლია. 

რუსთაველებმა საბოლოოდ სოლიდური სხვაობით კი იმარჯვეს, მაგრამ ამას თავისი მიზეზებიც ჰქონდა. მეტნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ რუსთაველებმა მცირე უპირატესობას მიაღწიეს და ცხადი იყო, დაძაბული ბრძოლა ბოლომდე უნდა გაგრძელდებულიყო, მაგრამ აკადემიელები მოდუნდნენ, რასაც მასპინძლეთა გააქტიურებაც დაერთო და „რუსთავმა“ სოლიდური ლიდერობა დაიბევა.ჩვეულ იშტაზე იყო ქვემოქართლელთა ფორვარდ–ცენტრი აკაკი დვალიშვილი, რომელმაც 20 ქულა, 22 მოხსნა და 4 დაფარება მოაგროვა. ასეთი შთამბეჭდავი სტატისტიკა არ ჰქონია ზურაბ თვარაძეს, თუმცა მისმა მიჯრით ჩაგდებულმა სამქულიანებმა „აკადემიის“ გატეხვას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.