ჩვენი ევრომეტოქეები: უკრაინამ ესტონეთს მოუგო, ბელარუსთან კი დამარცხდა

ჩვენი ევრომეტოქეები: უკრაინამ ესტონეთს მოუგო, ბელარუსთან კი დამარცხდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარეობს საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი „აეროსვიტის თასი“, რომელშიც მასპინძლებთან ერთად ესტონეთის, ბელარუსისა და იორდანიის ნაკრებები მონაწილეობენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, უკრაინის ნაკრების ამბები გვაინტერესებს, რომელიც საქართველოს მეტოქეა კარსმომდგარ ევროპის ჩემპიონატზე.
 
უკრაინამ პირველ მატჩში, 29 ივლისს, დაძაბულ ბრძოლაში – 93:89 დაამარცხა ესტონეთი. დიმიტრი ზაბირჩენკო 14 ქულით უკრაინელთა ბომბარდირი გახდა, ვიაჩესლავ კრავცოვმა 12 ქულას მოუყარა თავი, სერგეი ლიშჩუკმა – 11, მაქსიმ პუსტოზვანოვმა და დანილო კოზლოვმა 8–8 ქულა დააგროვეს.
 

ესტონელებს უტევს უკრაინელთა ამერიკელი უკანახაზელი სტივენ ბურტი
 
მეორე დღეს უკრაინამ B დივიზიონის ბინადარ ბელარუსთან წააგო. გადამწყვეტი მეოთხედის წინ უკრაინელები 7 ქულით ლიდერობდნენ, თუმცა საბოლოოდ 78:82 დამარცხდნენ და დიდი შანსია, საკუთარ კედლებში მიმდინარე ტურნირი ვერ მოიგონ. უკრაინელთაგან საუკეთესო იყო სერგეი პეჩიროვი, რომელმაც 16 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. უკრაინელთა ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა სტივენ ბურტმა 13 ქულა და 5 პასი მიითვალა. 11 ქულა იყო სერგეი გლადირის ანგარიშზე, ხოლო ვიაჩესლავ კრავცოვმა და მაქსიმ პუსტოზვანოვმა კი 10–10 ქულა დააგროვეს.
 
დღეს, 31 აგვისტოს, ტურნირის ბოლო მატჩები გაიმართება. უკრაინა ტურნირის აუტსაიდერ იორდანიას შეხვდება, ხოლო 2 მატჩის შემდეგ დაუმარცხებელი ბელარუსი ესტონეთს ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში „აეროსვიტის თასის“ გამარჯვებული გახდება.
 
უკრაინა – ესტონეთის საუკეთესო მომენტები: ვიდეო
 
უკრაინა – ბელარუსის საუკეთესო მომენტები: ვიდეო