ჩვენი მეტოქე: ბელგია ნოვიცკის გაუთამამდა

ჩვენი მეტოქე: ბელგია ნოვიცკის გაუთამამდა

გერმანიის ქალაქ ბამბერგში დაიყო საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი, რომელშიც გერმანიასთან, საბერძნეთთან და თურქეთთან ერთად ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნული გუნდის მომავალი მეტოქე ბელგიაც ასპარეზობს. წუხელ გვიან გაიმართა პირველი ტურის მატჩები და ჩვენ, რა თქმა უნდა, ბელგიის შედეგი გვაინტრესებს, რომელიც მასპინძელ გერმანიას შეხვდა.
 
გერმანიამ მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში პირველად ითამაშა ოპტიმალური შემადგენლობით. დირკ ბაუერმანის გუნდს შეუერთდნენ მსოფლიო ვარსკვლავი დირკ ნოვიცკი და ნბა–ს ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრი კრის კამანი. მიუხედავად ამისა, ბელგიელებმა სათანადო წინააღმდეგობა გაუწიეს მასპინძლებს და საბოლოოდ 6 ქულის სხვაობით – 65:71 დამარცხდნენ.
 

ნოვიცკის დაფარებას ბელგოელი ევრელი ცდილობს
 
მატჩი თითქმის მთლიანად თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ის კი არა, პერიოდულად ბელგიელებიც გალიდერდებოდნენ ხოლმე. ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში თანაბარი , ხოლო თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ბელგიელები 60:56 იგებდნენ. დირკ ნოვიცკიმ აქ საკუთარი სიტყვა თქვა და ორიოდ წუთში გერმანელები 61:60 დააწინაურა. ბოლო წუთი რომ დაიწყო, გერმანია 66:64 იგებდა, თუმცა საბოლოოდ 6 ქულის სხვაობით იმარჯვა.
 
გერმანელებს სწორედ ორმა ახალშემატებულმა ნბა–ს კალათბურთელებმა ულიდერეს. ნოვიცკიმ 18, ხოლო კამანმა 17 ქულა მიითვალეს. ბელგიელთაგან საუკეთესო 14 ქულით დიმიტრი ლოუერსი იყო, ხოლო მარკუს ფეისონმა 10 ქულა მოაგროვა. შეხვედრას 6800 მაყურებელი დაესწრო. მორიგ მატჩს ბელგია დღეს თურქეთთან გამართავს, ხოლო ხვალ საბერძნეთს გაეჯიბრება.
 
მეორე მატჩში საბერძნეთმა ჩინებული დაცვითი თამაშის ხარჯზე სამარცხვინო მარცხი აგემა თურქეთს – 62:38.
 
ბამბერგის საერთაშორისო ტურნირი. 19 ქაგვისტო
გერმანია 71:65 ბელგია
22:16, 12:12, 15:21, 22:16
გერმანია: ნოვიცკი (18), კამანი (17)
ბელგია: ლოუერსი (14), ფეისონი (10)