ჩვენი მეტოქეები: სლოვენიელი იაკა ლაკოვიჩი დაშავდა

ჩვენი მეტოქეები: სლოვენიელი იაკა ლაკოვიჩი დაშავდა

სლოვენიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი იაკა ლაკოვიჩი დაშავდა. ლაკოვიჩმა ფეხის ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მიიღო, როცა მისმა “ბარსელონამ” “ვალიადოლიდი” დაამარცხა.
ჯერ-ჯერობით ცნობილი ისაა, რომ ლაკოვიჩი 2 კვირა მოედანზე ვერ გავა, თუმცა შესაძლოა, რეაბილიტაციის პროცესი გაიწელოს, რაც სლოვენიის ნაკრებისთვის ცუდი ამბავი უნდა იყოს. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ყველაზე ყოჩაღი სლოვენიელი გამთამაშებელი ბენო უდრიჰი კალათბურთის ფედერაციასთან კონფლიქტის გამო ნაკრებში არ ითამაშებს. ამის გათვალისწინებით, იაკა ლაკოვიჩის ტრავმა სლოვენიელებს უკანა ხაზში გვარიან პრობლემებს შეუქმნის. შეგახსენებთ, რომ სლოვენიის ნაკრები ლიტვაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში საქართველოს მეტოქეა.
ლაკოვიჩი მიმდინარე სეზონში “ბარსელონაში” საშუალოდ 6,4 ქულასა და 2 პასს აკეთებს, ხოლო გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე, თურქეთში, სლოვენიის ნაკრებში მატჩში საშუალოდ 12 ქულასა და 2,3 პასს აკეთებდა.