ჩვენი მეტოქეები: უკრაინა ლიტვურ შეკრებაზე ამერიკელი ლეგიონერით გაემგზავრა

ჩვენი მეტოქეები: უკრაინა ლიტვურ შეკრებაზე ამერიკელი ლეგიონერით გაემგზავრა

დღეს, გამთენიისას, უკრაინის ეროვნული ნაკრები ლიტვის ქალაქ კლაიპედაში შეკრებაზე გაემგზავრა. უკრაინელები საქართველოს მეტოქეები არიან ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში, რომლის თამაშებიც 31 აგვისტოდან სწორედ კლაიპედაში გაიმართება.
 
ახალი მწვრთნელის, მაიკ ფრატელოს ხელმძღვანელობით უკრაინა ივლისის დასაწყისიდან ემზადება, თუმცა გუნდი არ იყო სრულად შეკრებილი და უმეტესი დრო 5–7 კალათბურთელით უწევდა ვარჯიში. 19 ივლისისთვის კიევში ყველა კალათბურთელმა მოიყარა თავი. მხოლოდ არტურ დროზდოვი არ გაემგზავრა კლაიპედაში, რომელსაც უკრაინული პრესის ცნობით ოჯახური პრობლემები აქვს.
 
ლიტვაში გაემგზავრა „დნიპროს“ ამერიკელი ლეგიონერი სტივენ ბურტი, რომელიც უკრაინული პასპორტის მოლოდინშია. უკრაინაში ბევრს არ სურს ნაკრებში ამერიკელი ლეგიონერის მოწვევა, თუმცა ფედრაციას ნატურალიზაციის საკითხი უკვე გადაწყვეტილი აქვს აქვს და ბურტიც უკრაინელებს ევროპის ჩემპიონატზე დაეხმარება.
 
უკრაინის ნაკრები კლაიპედაში 10 დღეს დაჰყოფს, რის შემდეგაც კიევში დაბრუნდება და 29–31 აგვისტოს საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მისი მეტოქეები ბელარუსის, ესტონეთის და იორდანიის ნაკრებები იქნებიან.