ჩვეულებრივი ამბავი: სანიკიძის ორმაგი დუბლი

ჩვეულებრივი ამბავი: სანიკიძის ორმაგი დუბლი

ორმატჩიანი შესვენების შემდეგ ვიქტორ სანიკიძემ ორმაგი დუბლი შეასრულა. ეს ამბავი იტალიის სერია A-ს გასულ ტურში, „აველინოს“ წინააღმდეგ მოხსა. „კანადიან სოლარის“ ქართველმა ფორვარდმა 16 ქულასთან ერთად 12 მოხსნა მოაგროვა და ბოლონიელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. მიმდინარე ჩემპიონატში გამართული 18 შეხვედრიდან სანიკიძესთვის ეს მერვე ორმაგი დუბლია, ხოლო აქედან კიდევ სამ მატჩში მას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. მისი საშუალო მონაგარი კი 13.4 ქულასა და 10,7 მოხსნას შეადგენს.
„აველინოსთან“ სანიკიძემ 27 წუთს ითამაშა და ხსენებულ ორმაგ დუბლთან ერთად 1 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. ვიქტორმა 9 ცდიდან 6 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 5–დან 4 ტყორცნა გამოიყენა. სანიკიძეს მატჩში ყველაზე მაღალი (23) სარგებლიანობის კოეფიციენტი ჰქონდა. მის შემდეგ მოდის დაგლას რობერტსი (22), რომელიც ბოლონიელებმა ლოკაუტის დროს „მილუოკიდან“ შეიმატეს და გუნდში სეზონის ბოლომდე დაიტოვეს.

სანიკიძე თითქმის ყველა მატჩში ყველაზე მაღლა ხტება
ბოლონიელება მეტოქე იოლად დაჩაგრეს და საბოლოოდ 20 ქულის ხვაობით – 76:56 დაამარცხეს. მატჩის ბედი პირველი ტაიმის შემდეგ იყო გადაწყვეტილი და მწვრთნელმა გუნდის ლიდერები – მათ შორის სანიკიძეც, დიდად არ დატვირთა და მხოლოდ 27 წუთი დაასაქმა. ამ გამარჯვებით „კანადიან სოლარი“ ცხრილის მეორე ადგილს ერთპიროვნულად დაეპატრონა, რადგან კონკურენტი „სკავოლინი“ მილანში „არმანი ჯინსთან“ დამარცხდა. სანიკიძის გუნდი 1 ქულით ჩამორჩება ლიდერ „სიენას“. მომდევნო შეხვედრას ბოლონიელები 5 თებერვალს შინ, „არმანი ჯინსთან“ გამართავენ.