დადიანის მემორიალის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები 16 ოქტომბერს გაიმართება

დადიანის მემორიალის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები 16 ოქტომბერს გაიმართება

დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის მე-4 სათამაშო დღე ტექნიკური გაუმართაობის გამო გადაიდო. გუშინ შესრულებული სამუშაოების მიუხედავად, პრობლემის გამოსწორება  ვერ მოხერხდა და გუნდებთან შეთანხმებით მე-4 ტურის თამაშები ჩატარება გადაწყდა რუსთავის საკალათბურთო დარბაზში.

16 ოქტომბრის განრიგი:

ბათუმი VS ცხუმ-აფხაზეთი 12:00

კაქტუსი VS თსუ 14:10

ოლიმპი VS კავკასია 16:20

რუთავი VS მეგა 18:30

ნახევარფინალური მატჩები გაიმართება 18 ოქტომბერს, ხოლო ფინალი 19 ოქტომბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.