დავით ბერეკაშვილი “თოფაშ”-“ნორჩიოპინგს” განსჯის

დავით ბერეკაშვილი “თოფაშ”-“ნორჩიოპინგს” განსჯის

ფიბა-ევროპამ თავისი ორგანიზებული ტურნირების თებერვლის მატჩებზე მსაჯები დანიშნა. ქართველი არბიტრებიდან საერთაშორისო მატჩების მომსახურება მხოლოდ დავით ბერეკაშვილს მოუწევს, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან მატჩზეა დანიშნული.
 
19 თებერვალს თურქეთის ქალაქ ბურსაში ევროჩელენჯის მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი გაიმართება ადგილობრივ „თოფაშსა“ და შვედურ „ნორჩიოპინგს“ შორის. სწორედ ამ შეხვედრას მოემსახურება დავით ბერეკაშვილი.