დავით უსტიაშვილი: საქართველო ჩვენით იამაყებს

დავით უსტიაშვილი: საქართველო ჩვენით იამაყებს

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გორდონ ჰერბერტის ასისტენტის, დავით უსტიაშვილის თქმით, ორკვირიანმა მოსამზადებელმა შეკრებამ (რომელიც ნაკრებმა რუმინეთსა და უნგრეთში გაიარა) შესანიშნავად ჩაიარა და ნაკრები დამდეგი საკვალიფიკაციო შეხვედრებისთვის კარგ ფორმაში იქნება.“ჩვენი მთავარი მიზანი გუნდის ფსიქოლოგიურად კარგად მომზადება და შეთამაშების პროცესის წარმატებით დასრულება იყო. იმედი გვაქვს, ლუქსემბურგთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრები საუკეთესო ფორმაში იქნება და ქართველ გულშემატკივარს კარგი თამაშით გაახარებს. საქართველო ჩვენით იამაყებს”, – აღნიშნა დავით უსტიაშვილმა.ნაკრებს უკვე შეუერთდა კენ შილდსი, რაც ისედაც სოლიდურ სამწვრთნელო შტაბს კიდევ უფრო გააძლიერებს.