დავით უსტიაშვილის გუნდმა მომზადება დაიწყო

1-10 აგვისტოს, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მთავარი მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით, მიიღებს მონაწილეობას რიგაში (ლატვია)  გასამართ ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის ფინალურ ეტაპზე, სადაც ჯგუფურ ეტაპზე მისი მეტოქეები იქნებიან თურქეთის (01.08), იტალიისა (02.08) და ისრაელის (03.08) ნაკრებები. იქამდე კი ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება, სადაც მასპინძელ იტალიას, სლოვენიასა და საბერძნეთს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებმა დაიწყო მომზადება ევროპის ჩემპიონატისთვის. ეროვნული გუნდი შემდეგი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული:
1. გიორგი შერმადინი (213 სმ)2. რიჩარდ მათიაშვილი (207)3. ლევან ფაცაცია (198)4. ბექა წივწივაძე (188)5. ლევან ცეკვავა (189)6. ლევან შენგელია (205)7. გიორგი პირველაშვილი (196)8. ლუკა ნოზაძე (206)9. ერეკლე ჯგერენაია (204)10. ირაკლი ივანეიშვილი (198)11. გიორგი გულისაბედაშვილი (188)12. გიორგი გაფრინდაშვილი (186)13. ზვიად ანთაძე (196)
მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილიასისტენტი: მიხეილ ბერუაშვილიექიმი: ზურაბ იოსელიანი
ევროპის ჩემპიონატამდე 20-წლამდელთა ნაკრების თემასთან დაკავშირებით დამატებითი ბრიფინგები გაიმართება.