დავით უსტიაშვილის ნაკრებმა ესპანეთთანაც წააგო

სამწუხაროდ, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩიც დათმო. ამჯერად, ჩვენმა მოთამაშეებმა ესპანეთთან 68:96 წააგეს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 12 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო გიორგი შერმადინი.შეხვედრა ჩვენმა ნაკრებმა საკმაოდ კარგად დაიწყო და პირველ წუთებში უპირატესობასაც ფლობდა. ქართველები 10:4 გავიდნენ წინ და პირველი მეოთხედი 24:21 თავის სასრგებლოდ დაასრულეს.ამის მერე კი ესპანეთთმა უპირატესობა მოიპოვა და ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი დაწინაურებას მოახერხა. საქართველოს ნაკრების რიგებში არ უთამაშია ტრავმირებულ რეზო დიდიას – ჩვენს კაპიტანს ფეხის ტრავმა აწუხებს.წინა შეხვედრის დარად, მოხსნებში ჩვენს გუნდში საუკეთესო კვლავ რიჩარდ მათიაშვილი იყო (7 მოხსნა), ხოლო 2-2 შედეგიანი გადაცემით კი თავი ლევან ცეკვავამ და მიხეილ ბერიშვილმა გამოიჩინეს. ესპანეთის ნაკრებში ძალიან კარგად ითამაშა ხავიერ რეიმ, რომელმაც თამაშიდან 14-დან 10 სროლა გამოიყენა. ჩვენს ჯგუფში ბულგარეთმა ბოლო მეოთხედში 20 ქულა მოუგო ხორვატის და საბოლოოდ, შეხვედრა თავის სასრგებლოდ დაასრულა, ხოლო იტალია კი წაუგებლად გამოსვლას აგრძელებს – მასპინძლებმა ისრაელს 68:62 მოუგეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ მათმა ლიდერმა, ფორვარდმა ლუიჯი და ტომემ შეხვედრა მხოლოდ 3 ქულით დაასრულა.
საქართველო – ესპანეთი 68:9621:24, 25:14, 21:7, 29:23საქართველო: გ. შერმადინი (12 ქ. 4 მ. 1 დ), გაფრინდაშვილი (10 ქ. 4 მ. 1 პ. 1 ჩ), ჭოჭუა (9 ქ. 2 მ. 1 პ), მათიაშვილი (8 ქ. 7 მ), გულისაბედაშვილი (7 ქ. 1 ჩ), ჯგერენაია )6 ქ. 3 მ), ლაფანაშვილი (5 ქ. 3 მ. 1 ჩ. 1 პ), ცეკვავა (5 ქ. 2 პ. 1 მ), მ. ბერიშვილი (4 ქ. 2 მ. 2 პ. 1 დ), წივწივაძე (2 ქ. 1 მ. 1 პ. 1 ჩ), ფარღალავა.ესპანეთი: რეი (21 ქ. 11 მ. 4 პ. 3 ჩ), ბეირანი (15 ქ. 5 მ. 2 პ. 2 ჩ), ლული (15 ქ. 4 პ. 2 მ), ტერუელი (12 ქ. 4 მ), მ. ფერნანდესი (8 ქ. 3 მ), ა. სანჩესი (6 ქ. 3 მ), რიბასი (5 ქ. 5 პ. 3 ჩ), ანდრესი (5 ქ. 3 მ), ლუკასი (4 ქ. 2 მ), პერეს-ურუტი (3 ქ. 2 მ), გამა (2 ქ), სოლი.
იტალია – ისრაელი 8:17, 29:12, 13:18, 16:15იტალია: პიაცა (12 ქ. 5 ჩ. 3 მ), კიუმენტი (11 ქ. 4 მ), ტომაზინი (11 ქ).ისრაელი: ოჰაიონი (17 ქ. 3 მ), გიურ არიე (14 ქ), კასპი (11 ქ. 5 მ), კადირი (10 ქ. 4 მ).
ბულგარეთი – ხორვატია 88:7023:16, 20:24, 14:19, 31:11ბულგარეთი: ი. ლილოვი (25 ქ. 9 მ. 5 პ. 3 ჩ. 2 დ), კოსტოვი (18 ქ. 8 მ), ლ. ლილოვი (12 ქ. 5 მ. 5 პ. 5 ჩ), ჩოლაკოვი (12 ქ. 4 მ. 3 პ), კოლევი (10 ქ. 7 მ).ხორვატია: ტომიჩი (19 ქ. 12 მ. 2 პ. 2 ჩ. 2 დ), ფილიპოვიჩი (12 ქ. 2 ჩ. 1 დ), ჰანი (10 ქ. 4 მ. 3 ჩ), ვუკიჩევიჩი (10 ქ).
სატურნირო მდგომარეობა1. იტალია 4:02. ესპანეთი 4:03. ისრაელი 2:24. ბულგარეთი 1:3 5. საქართველო 1:36. ხორვატია 0:4
დღეს: საქართველო – ხორვატია (19:30)