“დეტროიტის ” ძლევის შემდეგ “ატლანტა” ცხრილში დაწინაურდა

“დეტროიტის ” ძლევის შემდეგ “ატლანტა” ცხრილში დაწინაურდა

„ატლანტა ჰოუქსმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ჯორჯიულმა გუნდმა დღეს, გამთენიისას, შინაურ არენაზე „დეტროიტ პისტონსი“ 101:96 დაამარცხა.ზაზა ფაჩულიას გუნდი ბოლო მეოთხედის წინ 10 ქულით იგებდა და მიუხედავად დეტროიტელთა მონდომებისა, საბოლოოდ ლიდერობის შენარჩუნება ბოლომდე შეძლო.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა საკმაოდ მცირე ხანს – 20 წუთს ითამაშა. მასზე მეტი დრო დაუთმეს ატლანტელთა მეფარე ივან ჯონსონს, რომელმაც 16 ქულით და 6 მოხსნით დაასრულა. რაც შეეხება ზაზას, მან მთლიანობაში 4-ჯერ შეუტია დეტროიტელთა ფარს და 2 ორქულიანი ჩააგდო. 4 ქულასთან ერთად მის ანგარიშზე 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა იყო.
ატლანტელებს ჯეფ თიგმა ულიდერა, რომელმაც 24 ქულა და 11 პასი მიითვალა. საუკეთესო მეფარე 12 მოხსნით ჯეფ სმიტი გახდა, რომელსაც ასევე 22 ქულაც ჰქონდა.
ატლანტელებმა როგორც იქნა თავი დააღწიეს აღმოსავლეთის კონფერენციის მე-6 ადგილს და ცხრილში ერთი საფეხურით ამაღლდნენ. 33 მოგებითა და 23 მარცხით ფაჩულიას გუნდმა  „ორლანდოს“ გადაასწრო. მომდევნო მატჩი „ატლანტას“ ხვალ, გამთენიისას შარლოტში ელის.