დეტროიტმა ჩიკაგოში მოიგო – ფაჩულიას 5 ქულა და 8 მოხსნა 23 წუთში

დეტროიტმა ჩიკაგოში მოიგო – ფაჩულიას 5 ქულა და 8 მოხსნა 23 წუთში

ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მეორე მატჩი მოიგო “დეტროიტ პისტონსმა”, რომლის ღირსებასაც ქართველი ზაზა ფაჩულია იცავს. დეტროიტელებმა მორიგი მატჩი ჩიკაგოში “ბულსთან” დაძაბულ ბრძოლაში – 118:116 მოიგეს.

ქართველი ლეგიონერი სათადარიგო იყო და ძირითადი ცენტრის – ანდრე დრამონდის ჭარბი პერსონალურების გამო მოედანზე საკმაოდ დიდი ხნით – 23 წუთით განმოჩნდა. ფაჩულიამ 7-დან მხოლოდ 1 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 6-დან 3 საჯარიმო მოაყოლა და მთლიანობაში 5 ქულა, 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. 

დრამონდმა 24 წუთი ითამაშა და 6 პერსონალურის გამო მოედნიდან გავარდა. მის ანგარიშზე 10 ქულა და 13 მოხსნა გახლდათ. დრამონდის არყოფნაში ბლეიკ გრიფინმა გაილაღა, რომელმაც 33 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი მიითვალა და “დეტროიტმა” სტუმრად საკმაოდ მძლავრი მეტოქე დაამარცხა.

2-დან 2 მოგებით “დეტროიტი” აღმოსავლეთი კონფერენციის ლიდერებშია, მორიგ მატჩს კი 24 ოქტომბერს, შინ “ფილადელფიასთან” გამართავს.