დევიდ ბლატი: საქართველო მეორე ეტაპზე გავა

დევიდ ბლატი: საქართველო მეორე ეტაპზე გავა

მატჩის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე მთავარ მწვრთნელებთან ერთად რუსეთის მხრიდან სერგეი ბიკოვი მოვიდა, საქართველოს ნაკრებიდან კი – მანუჩარ მარკოიშვილი.
 
 
 
სერგეი ბიკოვი:
“ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრებს კარგი შემსრულებლები ჰყავს. მათი თამაში კარგად გავარჩიეთ, თუმცა გამარჯვებითვის იოლად ნამდვილად არ მიგვიღწევია. დიდი ბრძოლა იყო. ყოჩაღ, ქართველებს. ბოლოს მთელი ენერგიის დახარჯვა მოგვიხდა, გადამწყვეტ მომენტში გავძელით და მოვიგეთ”.
 
დევიდ  ბლატი:
ძალიან დაძაბული და რთული შეხვედრა იყო. ჩვენი მხრიდან გამოვარჩევდი ვიქტორ ხრიაპას, რომელიც მოხსნებითა  თუ პასებით ძალიან შედეგიანი იყო. მთლიანობაში ვფიქრობ რომ დღეს უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე გუშინ, მაგრამ  ასე შორს ვერ წავალთ. საქართველო მაღალი დონის გუნდია, რომელსაც ჰყავს კარგი მოთამაშეები და მაღალკვალიფიცირებული მწვრთნელი. განსაკუთრებით აღვნიშნავ  ზაზაზ ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძეს, მანუჩარ მარკოიშვილს, რომელმაც დღეს შესანიშნავად ითამაშა. დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი დავალება ფაჩულიას და სანიკიძის შეჩერება იყო, რომელსაც თავი მაშვენივრად გავართვით,  თუმცაღა მარკოიშვილი გამოგვრჩა. საქართველომ  მეორე ტაიმში აგრესიული კალათბურთი ითამაშა. დარწმუნებეული ვარ რომ საქართველო ნაკრები  ჯგუიდან გავა და  ერთმანეთს ვილნიუსში შევცხდებით. ასევე მოხარული ვარ რომ  თქვენთან მოპოვებული  2  ქულა მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაგვყვება.
 

 
მანუჩარ მარკოიშვილი:
“რუსეთის ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. როგორც ერთიანმა გუნდმა მათ უკეთ ითამაშეს და გამარჯვებაც დაიმსახურეს. ჩვენ კი ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც ასევე მეტოქის აგრესიული თამაშის დამსახურება იყო”.
 
იგორ კოკოშკოვი:
“მეტოქე ფიზიკურად კარგად გახლდათ მომზადებული და ეს ფაქტორი კარგად გამოიყენა. რუსეთის ნაკრები მოედნის ყველა ნაწილში აგრესიულად გვეთამაშებოდა. ძალინ ათლეტური ნაკრებია. თუმცა, ჩემი ნაკრების ასპარეზობით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. პირველი ტაიმის შემდეგ დაფიქსირებული არცთუ სასიამოვნო ანგარიშის მიუხედავად, მატჩში “დაბრუნება” მოვახერხეთ. ბიჭებს მადლობას ვუხდი. მათ  ბოლომდე იბრძოლეს”.
 
 
მატჩის შემდეგ რუსი კალათბურთელების კომენტარები:
სერგეი მონია: ”არც არავინ ელოდა, რომ იოლი მატჩი იქნებოდა. შეხვედრის წინ მწვრთნელი სწორედ ურთულესი თამაშისთვის გვამზადებდა. საქართველოს ნაკრებმა საკუთარი ძალა ბელგიასთან პირველი ტურის შეხვედრაში დაამტკიცა და დღესაც ბოლომდე მაგრად დაგვიდგა. ძალიან კარგი გუნდია”.
 
ანდრეი კირილენკო: “ისე გამოვიდა, რომ მატჩის მოგება ორჯერ მოგვიხდა. პირველი ტაიმის შემდეგ ცამეტი ქულით წინ ვიყავით და თითქოსდა, მეტოქე გატეხილი გვყავდა, მაგრამ შემდეგ რატომ მოვდუნდით, ვერ გამიგია. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ალბათ, დროზე ადრე ამიტომ მოვეშვით. გადამწყვეტი მომენტი მაშინ იყო, როდესაც ქართველებმა ანგარიშში ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანეს და წონასწორობის აღდგენის შანსიც რამდენჯერმე ჰქონდათ. კარგია, რომ ამ დროს დაცვაში მაქსიმალური კონცენტრაცია გამოვიჩინეთ და მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მივეცით”.