დევიდ ბლატმა რუსეთის ნაკრების გაფართოვებული შემადგენლობა დაასახელა

დევიდ ბლატმა რუსეთის ნაკრების გაფართოვებული შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროსაჩემპიონატო მეტოქე რუსეთმა გაფართოვებული შემადგენლობა გამოაცხადა. რუსების ამერიკელ მწვრთნელ დევიდ ბლატს სამ ეტაპად აქვს შეკრება დაგეგმილი. თავდაპირველად შედარებით ახალბედა, ძირითადად შიდაჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელები შეიკრიბებიან, შემდეგ კი ნაკრები გამოცდილი, წამყვანი წევრებით შეივსება. საბოლოოდ ბლატი საუკეთესო 14 მოთამაშეს შეარჩევს და ლიტვისკენ დარაზმავს, სადაც 31 აგვისტოდან საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის მატჩებში ჩაებმება.
პირველი შეკრება მოსკოვის უნივერსალურ სპორტკომპლექსში 27 ივნისს დაიწყება, სადაც შემდეგი მოთამაშეები არიან გამოძახებულნი:
1. სემიონ ანტონოვი (ნიჟნი ნოვგოროდი)2. დმიტრი გოლოვინი (ნიჟნი ნოვგოროდი)3. მაქსიმ გრიგორიევი (ლოკომოტივ-კუბანი)4. პიოტრ გუბანოვი (დინამო)5. ვიაჩესლავ ზაიცევი (ხიმკი)6. ვიქტორ ზვარიკინი (კრასნიე კრილია)7. ალექსეი ზაზულინი (სპარტაკი)8. ვლადიმირ ივლევი (დინამო)9. ანატოლი კაშიროვი (არისი, საბერძნეთი)10. ალექსანდრ კორჩაგინი (სპარტაკი)11. ლექსეი კოტიშევსკი (სპარტაკი)12. ვალერი ლიხოდეი (ტრიუმფი)13. ივან ნელიუბოვი (ფემ)14. დენის პოლოხინი (ცსკა)15. დმიტრი ხვოსტოვი (დინამო)16. არტიომ იაკოვენკო (ნიჟნი ნოვგოროდი)
ზემოთჩამოთვლილი კალათბურთელები ივარჯიშებენ 15 ივლისამდე და 18-დან შეკრებას რუსეთის ნაკრების უძლიერესი მოთამაშეები შეუერთდებიან. შესაბამისად, წინა შეკრებისას თავგამოჩენილი კანდიდატები მეორე შეკრებაზე რუსეთის ნაკრების ამ წამყვან კალათბურთელებს ერთად დაემატებიან:
 
1. სერგეი ბიკოვი (ცსკა)2. ანდრეი ვორონცევიჩი (ცსკა)3. ევგენი ვორონოვი (დინამო)4. ალექსეი ჟუკანენკო (დინამო)5. ალექსეი კაუნი (ცსკა)6. ვიქტორ კეირუ (დინამო)7. ანდრეი კირილენკო (იუტა, ნბა)8. ტიმოფეი მოზგოვი (დენვერი, ნბა)9. სერგეი მონია (ხიმკი)10. ანტონ პონკრაშოვი (სპარტაკი)11. ვიტალი ფრიდზონი (ხიმკი)12. ჯეიარ ჰოლდენი (ცსკა)13. ვიქტორ ხრიაპა (ცსკა)14. ალექსეი შვედი (ცსკა)