დღეს, “ენერჯი ინვესტი” “ასტრონავტსს” შეხვდება

დღეს, ფიბას თასზე, რუსთავის “ენერჯი ინვესტი” თბილისის სპორტის სასახლეში ჰოლანდიურ “ასტრონავტსს” დაუპირისპირდება. ეს არის ორმატჩიანი შეხვედრის პირველი მატჩი. შეხვედრა 18:30-ზე დაიწყება.
გუნდები შეხვედრას შემდეგი შემადგენლობებით ჩაატარებენ:

ენერჯი ინვესტი 
ზვიად ბაბიაშვილი 200 სმ (1978 წ)ანატოლი ბოისა 192 (1983)ლევან ცეკვავა 189 (1989)იოვან სტეფანოვი 208 (1983)ბელტონ რივერსი 190 (1984)რამაზ გოგობერიშვილი 194 (1974)გეგი ლიპარტელიანი 194 (1985)ბესიკ ლეჟავა 190 (1986)გიორგი გამყრელიძე 183 (1986)ანვარ ფერგიუსონი 213 (1981)რევაზ დიდია 204 (1987)იური დანელიანი 200 (1981)მიხეილ ჭოჭუა 192 (1987)
მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი
ასტრონავტსი მიტჩელ ბერენშტაინი 198 სმ (1987 წ)სიმონ ფლაპსი 196 (1988)ტედი გიბსონი 193 (1980)ავის უეიტი 203 (1984)შტეფან ვესელსი 204 (1984)ჟაირ ველდჰაუსი 208 (1981)პეტერ ვან პაასენი 209 (1978)კრისტიან ვან ლოონი 195 (1985)ალონ შტაინი 195 (1978)რამონ სოლიადე 200 (1983)პეტერ შოტი 190 (1988)ჯერონ რობერტსი 194 (1976)რობერტ კრაბენდამი 211 (1986)
მთავარი მწვრთნელი: არიკ შივეკი.
დავით უსტიაშვილი: “შეხვედრა მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ჰოლანდიელებმა შეკრება ჩვენზე ადრე დაიწყეს და ჩემპიონატშიც ჩვენზე მეტი შეხვედრა აქვთ ჩატარებული. მიუხედავად ამისა, ჩემი გუნდის მჯერა და გულშემატკივრების დიდი იმედიც მაქვს.”
არიკ შივეკი: “მასპინძელთა მხარეს საკუთარი კედლები და ახალგაზრდული, სწრაფი შემადგენლობაა, ხოლო ჩვენი კოზირი კი გამოცდილებაა. პირველი შეხვედრა სტუმრად გვიწევს, რაც განსხვავებული ტაქტიკით თამაშს მოითხოვს. ორივე შეხვედრაში მოგებისთვის ვიბრძოლებთ. “ენერჯი ინვესტი” მობილური და საკმაოდ სახიფათო გუნდია.”