დღეს ეროვნული ნაკრების შეკრება იწყება

ღია ვარჯიში 7 საათზე გაიმართება
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები კანადელი გორდონ ჰერბერტის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. როგორც დაგეგმილი იყო, ნაკრები თავიდან მხოლოდ იმ მთამაშეებით დაკომპლექტდება, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში, სუპერლიგაში თამაშობდნენ, რის მერეც გუნდს ლეგიონერებიც შეუერთდებიან.
სუპერლიგელთა შორის გამოძახებულებში არია ზვიად ბაბიაშვილი, ირაკლი ხოშტარია (ორივე თბილავიამშენი), შიო ხეცურიანი, ბესიკ ლეჟავა (ორივე თსუ), გიორგი მარკოიშვილი, ანატოლი ბოისა, გიორგი გამყრელიძე, კოტე ტუღუში, დავით უგრეხელიძე (ყველა აზოტი).19 საათზე თბილისის “დინამოს” დიღმის ბაზაზე ნაკრების პირველი ღია ვარჯიში გაიმართება.