დინამო არისთან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში დამარცხდა

დინამო არისთან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში დამარცხდა

“დინამო თბილისმა” საკალათბურთო სეზონი გახსნა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა 20 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეში ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერძნულ “არისს” უმასპინძლა და სამწუხაროდ, დამარცხდა.

შეხვედრის დასაწყისში ელინები 7:0 დაწინაურდნენ და მას მერე თბილისელებისთვის არათუ გადასწრების დაწევის საშუალებაც არ მიუციათ.

თუმცა დაწევა-გადასწრება იოლია დასაწარად, რეალურად კი “არისმა” გაცილებით უკეთესად ითამაშა და განმეორებითი მატჩის წინ ისეთი ფორა დაიბევა, რომლის ხელიდან გაშვება თითქმის წარმოუდგენელია.

საბოლოოდ ბერძნულმა გუნდმა 26 ქულით იმარჯვა და 2 დღეში სალონიკში ამაზე მეტით თუ არ წააგო, შემდეგ ეტაპზე გავა.

დინამო-არისი 64:90

 15:24, 20:23, 13:20, 16:23

დინამო: დაუელი (9ქ, 4პ), ბუბალო (7ქ, 7მ), ბოქოლიშვილი (3ქ, 5მ), მ. რევაზაშვილი, სვუპშაიერი (9ქ), გრძელიძე (7ქ), მირზიაშვილი, ჭოჭუა (7ქ), ბერიშვილი (9ქ), მაკი (9ქ), მაკგოთი (4ქ).

არისი: კაისერი (6ქ, 8მ), ფლიონისი (3ქ), ხრისტიდისი (2ქ), სლაფცაკისი (2ქ), ანგელოუ (7ქ), ჯოუნსი (2ქ), ვერჯინისი (2ქ), ბოჩორიდისი (18ქ), ბელი (10ქ), დალო (12ქ), მაკგი (9ქ), ჰარისი (8ქ).