“დინამომ” “კაკტუსს” ბრძოლაში მოუგო

“დინამომ” “კაკტუსს” ბრძოლაში მოუგო

სუპერლიგის დღევამდელი მატჩები საინტერესო დაპირისპირებით დასრულდა. ჩემპიონატის ერთადერთმა დაუმარცხებელმა გუნდმა “დინამომ” ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფ “კაკტუსს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 5 ქულის სხვაობით – 91:86 დაამარცხა. 

არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და 24:28 წაგებული საწყისი პერიოდის შემდეგ მეორე მეოთხედი 22:15 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 3 ქულით – 46:43 დაწინაურდნენ. 

თამაში ტანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა. ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ, ხანაც – მეორე. დინამოელებს უჭირდათ კაკატუსელთა დაცვითი ზღუდის დაძლევა. მესამე ათწუთეული დინამოელთა 4-ქულიანი უპირატესობით დასრულდა და ირაკლი ხოშტარიად გუნდმა გადამწყვეტი მეოთხედის წინ ერთქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

კაკტუსელებს, რომლებსაც შარშანდელი ამერიკელი ლეგიონერი ტარიკ ბრიჯმენი დაემატათ, გამარჯვების შანსი ჰქონდათ, თუმცა ჩემპიონატის გამოცდილ ლიდერთან საბოლოოდ ვერას გახდნენ და ბრძოლაში დამარცხდნენ.

დინამოელებს 18 ქულით გიორგი შარაბიძემ ულიდერა. 15 ქულა მოაგროვა ილია ლონდარიძემ, ხოლო ლევან ფაცაციამ პირად ანგარიშზე 14 ქულა ჩაიწერა. 

“კაკტუსში” და მთლიანად მატჩშიც საუკეთესო შედეგი დეანდრე პარკსმა დააფიქსირა, რომელმაც 33 ქულა მოაგროვა. 16 ქულა დაგროვდა კრისტიან ჯონსონის,  ხოლო 14 – დავით ლომიძის ანგარიშზე.