დინამო მე-5, ქუთაისი – სტუ 1:0

დინამო მე-5,  ქუთაისი – სტუ 1:0

დასრულდა პლეიაუტის შეხვედრა ,,დინამოს” და ,,მაკაბს”
შორის, სადაც დინამოელებმა ანგარიშით 90:76 იმარჯვეს და მე-5 ადგილი დაიკავეს.

მოგებულთაგან  საუკეთესო 30 
ქულით ლუკია მინაშვილი გახლდათ, ხოლო 20 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი
ალეკო ოკრიბელაშვილის ანგარიშზეა. ,,მაკაბის”რიგებში  ყველაზე მეტი 42 ქულა გიორგი რევაზაშვილმა მიითვალა,
ხოლო ორმაგი დუბლი ირაკლი ბეშქენაძემ(16ქ.26მ) და გიორგი ფერიაშვილმა(11ქ.14მ) შეასრულეს.

  მაკაბელები
მე-6 ადგილზე გავიდნენ, ხოლო ბოლო მე-7 ადგილი ,,რუსთავმა” დაიკავა.

 რაც შეეხება
ნახევარფინალურ  შეხვედრებს, სტუ-მ ,,ქუთაისი”
სტუმრად 77:66 დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა. ,,ტექნიკოსებს” 28 ქულით ბექა
ჩიკვილაძემ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი კაკი 
დვალიშვილმა მიითვალა – 25ქულა და 11მოხსნა. ქუთათურთაგან 17 ქულითა და 11 მოხნით
ორმაგი დუბლი გიორგი ცირეკიძემ შეასრულა.

  სტუ  -,, ქუთაისის” განმეორებითი შეხვედრა ხვალ თბილისის
სპორტის სასახლეში 16 საათზე შედგება, 12 საათზე კი ნახევარფინალური სერიის მეორე წყვილი:
თსუ- ,,სოხუმი”  დაუპირისპირდებიან.