დინამომ ბათუმი ბოლოს გატეხა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამომ ბათუმი ბოლოს გატეხა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გუშინ ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის მეორე წრის მე-7
ტურის მატჩები დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება.

დღის პირველ შეხვედრაში
,,დინამომ“ ბათუმს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე საბოლოოდ 82:76 დაამარცხა. შეხვედრის საწყისი ათწუთეული ,,დინამოს“ უპირატესობით
წარიმართა, რომელიც წინ 17:9 გავიდა. მეორე მეოთხედში ბათუმელები გააქტიურდნენ, თუმცა
მასპინძლებმა მეტოქეს არ დაუთმეს და ტაიმში 8-ქულის  სხვაობით იმარჯვეს – 39:31. მესამე მეოთხედში ,,ზღვისპირელები“
კიდევ უფრო მძლავრად ათამაშდნენ და სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანეს – 52:59. დაძაბული
გამოდგა მატჩის მეოთხე მეოთხედი, რომლის დასრულებამდეც 4:33 წუთით ადრე გუნდებს შორის
2-ქულიანი სხვაობა დინამოელთა სასარგებლოდ დაფიქსირდა – 68:66. ,,ბათუმი“ მდევრის როლში
იმყოფებოდა და მეტოქეს მოსვენებას არ აძლევდა, თუმცა მიუხედავად  ამისა მასპინძლებმა მოახერხეს  მობილიზება, შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე
23 წამით ადრე 7-ქულიანი უპრატესობა (81:74) მოიპოვეს და მორიგი გამარჯვება მიითვალეს. ,,ბათუმის“ შემადგენლობაში
ორმაგი დუბლით, 22 ქულითა და 13 მოხსნით თავი ლაშა კეშელავამ გამოიჩინა, ხოლო ,,დინამოს“
მხრიდან ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ შეასრულა. მილან ოულიჩმა 27 ქულა და
11  მოხსნა დააგროვა,  ხოლო ქიენ 
კარტერის ანგარიშზე 23 ქულა და 18  მოხსნაა.
 

 მატჩის დასრულების
შემდეგ ,,დინამოსა“ და ,,ბათუმის“ მწვრთნელებმა და მოთამასშეებმა შემდეგი კომენტარები
გააკეთეს:

 ირაკლი ხოშტარია (დინამოს მწვრთნელი):
მინდა მივესალმო მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელს მიხეილ კობეშავიძეს, ეს ჩვენი პირველი
დაპირისპირება იყო მწვრთნელების რანგში და  ჩემთვის
სასაიმოვმოა მასთან შეხვედრა, როგორც მოთამაშესთან და როგორც ამჟამინდელ კოლეგასთან.
 მინდა აღვნიშნო, რომ დაწყებული რუსთავიდან
დღევანდელ თამაშის ჩათვლით ჩვენს გუნდში არის დაღმასვლა, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო
იმ შემთხვევაში, თუ გამოვასწორებთ ჩვენს ხარვეზებს და ოლიმპთან შესაფერის ფორმაში ვიქნებით.  პრობლემაა  ასევე გუნდის განწყობა მოწინააღმდეგის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტებად მოვიაზრებოდით, გუნდმა ბოლო წუთებამდე ვერ შეძლო
საკუთარი თამაშის ჩვენება. ძალიან დიდი ხარვეზი  გვქონდა დაცვაშიც.  მინდა კომპლიმენტი ვუთხრა ბათუმის გუნდს, რომელმაც
ძალიან კარგი თამაში აჩვენა.
მიხეილ კობეშავიძე (ბათუმის მწვრთნელი): წარმატება
მინდა ვუსურვო ირაკლი ხიშტარიას, როგორი საუკეთესო მოთამაშეც იყო, ისეთივე  მწვრთნელია და კარიერაში  წინსწვლას და იღბალს ვუსურვებ. ,,დინამოს“ აღორძინების
საქმეს რომ შეეჭიდნენ ამაშიც წარმატებას  ვუსურვებ
ირაკლის, რომელსაც ყოველთვის ვგულშემატკივრობ. რაც შეეხება თამაშს, ჩვენი შემადგენლობა
მეტი შედეგის საშუალებას  არ იძლევა. გვყავს
სულ 7 მოთამაშე. ლევან ელიაძე ტრავმირებულია, მაგრამ მაინც  წამოვიყვანე რათა შემადგენლობა 8-მდე შემევსო. სამი დაბალი მოთამაშით
ვითამაშეთ, შემდეგ კი იძულებეული გავხდი სამი მაღალით მეთამაშა, რამაც გაამართლა თორემ  ფარს 7-8 ბურთით ვაგებდით. ვთვლი,რომ ყველა
თამაშს ვიბრძოლებთ, რაც დღეს ძალიან კარგად გამოგვივიდა, მაგრამ თუ შემადგენლობით არ
გავძლიერდებით, ალბათ ეს გუნდიც აღარ გვეყოლება.  

სოსო ლეჟავა:
როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, დაცვაში ძალიან სუსტად ვითამაშეთ. ანალოგიურად ვიასპარეზეთ
შეტევაშიც. ბათუმმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა. დაძაბული შეხვედრა გამოდგა და ბოლო
წუთებამდე გაურკვეველი იყო გამარჯვებულის ვინაობა.

 ლევან ელიაძე: ბიჭებმა მაქსიმალურად ვიბრძოლეთ,
თუმცა ბოლო წუთებზე ელემენტარული შეცდომების გამო დავთმეთ შეხვედრა.  ,,დინამო“ ჩვენზე ძლიერი გუნდია და რისი გაკეთებაც
შეგვეძლო ის გავაკეთეთ.