დინამომ და ოლიმპმა მასპინძლები დაამარცხეს

დინამომ და ოლიმპმა მასპინძლები დაამარცხეს

 სუპერლიგის მე-7
ტური დღეს რუსთავში დაიწყო სადაც ადგილობრივმა ,,რუსთავმა” ,,ოლიმპს” უმასპინძლა, თუმცა
მეტოქესთან 65:74  დათმო შეხვედრა.

მატჩის პირველი
პერიოდი გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სადაც მასპინძლებმა  1-ქულის სხვაობით, 20:19  იმარჯვეს, მეორე მეოთხედში ოლიმპელები გააქტიურდნენ,
მეტოქეს 22:11 სძლიეს და ორი პერიოდის ჯამში მატჩის პირველი ნახევარი 1-ქულიანი სხვაობით
მოიგეს – 41:31.

მესამე პერიოდი
მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა მეოთხე, დასკვნით მეოთხედში ,,ოლიმპმა” მეტოქეს
შანსი არ დაუტოვა და  მატჩში დამაჯერებლად იმარჯვა.

 მასპინძელთა რიგებში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა
მოთამაშემ მიითვალა: დავით გუგავამ  20  ქულა
და 10 მოხსნა მოაგროვა, ხოლო დავით არწივიძის ანგარიშზე 12 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემაა. 

 ,,ოლიმპის” შემადგენლობაში 25 ქულით საუკეთესო ნიკიტა
სლიუკა იყო, ხოლო ორმაგი დუბლი ივო ჰოგერის ანგარიშზეა – 17 ქულა და 14 მოხსნა.

  ბათუმში გაიმართა მე-7 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა,
სადაც ,,ზღვისპირელებმა”  ,,დინამოს” უმასპინძლეს,
თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყეს  და
98:66 დამარცხდნენ. ,,დინამომ” თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა , რაც თამაშის ბოლომდე
შეინარჩუნა და მატჩში სოლიდური სხვაობით იმარჯვა.

ბათუმელებს 19 ქულა
ირაკლი მიქელაძემ შესძინა, ხოლო ორმაგი დუბლი ლაშა კეშელავას ანგარიშზეა – 18 ქულა
და 11 მოხსნა. რაც შეეხება გამარჯვებულ გუნდს, ,,დინამოს” შემადგენლობაში ქიენ კარტერი
გამოირჩა, რომელმაც 26 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი
დუბლი შეასრულა.

   შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის მე-7 ტური ხვალ, თბილისის
სპორტის სასახლეში გაგრძელდება. 14 საათზე,
ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ,,სოხუმი”-,,ქუთაისი”, დაუპირისპირდებიან, 16 საათზე
სტუ – ,,არმიას” , ხოლო 18 საათზე სამედიცინო თსუ-ს შეხვდება.