“დინამომ” ფინალს გახედა

“დინამომ” ფინალს გახედა

თბილისის „დინამომ“ ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში რუსთავული გუნდი დაამარცხა და თუკი ხვალაც იმარჯვებს, ფინალში გავა. დავით თორთლაძის გუნდმა ქვემოქართლელები თავიდან იოლად დაჯაბნა, ბოლოს კი გაუჭირდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსთაველები მათი ლიდერის, აკაკი დვალიშვილის იმედზე იყვნენ და შესაბამისად, დინამოელთა მთავარი საზრუნავიც ამ მართლაც ნიჭიერი ფორვარდ–ცენტრის განეიტრალება იყო.დვალიშვილმა საბოლოოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა აჩვენა – 31 ქულა და 17 მოხსნა, თუმცა ხომ გაგიგიათ, მარტო კაცი ჭამაშიდაც ბრალიაო– ჰოდა, რუსთაველებს მხოლოდ მისი ჩაუქობა არ ეყოთ. დვალიშვილს ვერ აუბეს მხარი თანაგუნდელებმა, რომელთაგანაც ვერც ერთმა ვერ დაძლია ათქულიანი ბარიერი. დინამოელები კი პირიქით – დავით თორთლაძის გუნდი შეკრულად და გააზრებულად თამაშობდა. გივი ბაქრაძე გონივრულად უძღვებოდა დინამოელთა შეტევებს, ხოლო შალვა კაკაურიძე ფარზე იყო ჩასაფრებული და საბოლოოდ თავისიანთაგან უმეტესი: 19 ქულა მოაგროვა.„დინამომ“ საწყისი მეოთხედი 22:11 მოიგო, მეორეშიც იმარჯვა, მესამეშიც და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 62:39 დაწინაურდა. ბოლო მეოთხედში რუსთაველებმა თამაში გამოაკეთეს, თუმცა 23–ქულიანი ჩამორჩენის გასაბათოლებლად მათ არც დრო ჰქონდათ და არც მარიფათი.მომდევნო მატჩი ხვალ რუსთავში, 18 საათზე გაიმართება და თუკი „დინამო“ იმარჯვებს, ფინალში გავა. არადა, გადამწყვეტ მატჩს ისევ თბილისი უმასპინძლებს