დინამომ რუსთავში ბრძოლაში იმარჯვა

დინამომ რუსთავში ბრძოლაში იმარჯვა

რუსთავმა 13-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩს უმასპინძლა. ქვემო ქართლში სათამაშოდ თბილისის „დინამო“ ჩავიდა და გამარჯვების მოპოვება მოახერხხა.

დინამოელებმა მასპინძლების გატეხვა ბოლო მეოთხედში მოახერხეს, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. რუსთაველები ტოლს არ უდებდნენ ცხრილში გაცილებით დაწინაურებულ დინამოელებს. ბოლო მეოთხედში თბილისურმა გუნდმა იძალა, რუსთაველებმა კი ვერ გაუძლეს მეტოქის მასირებულ შეტევებს და საბოლოოდ დამარცხდნენ: 70:58 „დინამოს“ სასარგებლოდ.

 

11 ივნისი. რუსთავი

რუსთავი – დინამო                   58:70 (12:16, 19:19, 14:13, 13:22)

რუსთავი: მ. გავაშელიშვილი (16), ი. ქოჩიაშვილი (15),

დინამო: ი. ისრაელიანი (24), ცარციძე (22),