დინამომ სალონიკშიც წააგო და ევროტურნირს დაემშვიდობა

დინამომ სალონიკშიც წააგო და ევროტურნირს დაემშვიდობა

“დინამო თბილისმა” ფიბას ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა სტუმრად “არისთან” გამართა და 54:92 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ დინამოელებმა 20 სექტემბერს თბილისში სალონიკელებთან 64:90 წააგეს და საბოლოოდ ორი მატჩის ჯამში მეტოქესთან 64 ქულა დათმეს.

ქართული გუნდიდან საპასუხო შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა (14) რეჯერ დოუელმა დააფიქსირა, ხოლო 13 ქულა მიხეილ ჭოჭუამ მიითვალა. ბერძენთა მხრიდან კი საუკეთესო რამონ ჰარისი იყო 14 ქულით.

“დინამო” ჩემპიონთა ლიგას საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა და ახლა ამ გუნდის ერთადერთი ასპარეზი საქართველოში, კალათბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებული ტურნირები იქნება.