დინამომ სოხუმთან იმარჯვა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამომ სოხუმთან იმარჯვა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

სუპერლიგის მეორე წრის მესამე ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს ,,დინამო“ და ,,სოხუმი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო
აღმოჩნდა, სადაც საბოლოოდ ,,დინამომ“ ანგარიშით 83:69  იმარჯვა.  

 შეხვედრის პირველი
ნახევარი გუნდების თანაბარი უპირატესობით წარიმართა და ფრედ 37:37 დასრულდა. მესამე
მეოთხედში დინამოელები გააქიურდნენ და  აღნიშნული
მეოთხედის დასასრულს 3 ქულის  სხვაობით,
62:59 დაწინაურდნენ. გადამწყვეტი აღმოჩნდა ბოლო დასკვნითი მეოთხედი, რომლის დასრულებამდე
4.07 ადრე დინამომ 10-ქულიან უპირატესობას უწია (74:64) და მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.
ძირითადი დროის დასრულებამდე 59.4 წამით ადრე ,,დინამომ” თავის სასარგებლოდ 79:69 დააფიქსირა,  დარჩენილ დროში  მეტოქეს შანსი არ დაუტოვა  და მატჩი გამარჯვებით დაასრულა.

მოგებულებს 26 ქულითა და 15 მოხსნით ქიენ კარტერმა ულიდერა,
ხოლო ,,სოხუმის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ შეასრულა: ლევან
ფაცაციამ 22 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, ხოლო სერგო ათუაშვილის ანგარიშზე 15 ქულა
და 11 მოხსნაა.
მატჩის შემდგომ ტრადიციულად გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ,,დინამოსა” და ,,სოხუმის” მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს:

ირაკლი ხოშტარია(დინამოს მწვრთნელი): სასიამოვნოა, რომ ამ მატჩში გამარჯვება მოვიპოვეთ. ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა.  მათმა გამოცდილმა მთავარმა მწვრთელმა სიურპრიზი შემოგვთავაზა
და სრულიად სხვა სტილის თამაში გვაჩვენა. ჩვენ კარგად ვიასაპარეზეთ დაცვაში, რაც საბოლოოდ ჩვენი გუნდის გამარჯვების მთავარი მიზეზი გახდა.

რიმვიდას სამულენასი(სოხუმის მწვრთნელი): მივულოცავ ,,დინამოს” ამ ღირსეულ გამარჯვებას და რაც შეეხება
მატჩს, ბევრი მოთამაშე გვაკლდა, იყო ტრამვებიც, არ გვყავდა სრული შემადგენლობა,
რამაც საბოლოოდ შეხვედრაზე გავლენა იქონია. ორივე გუნდი იბრძოდა გამარჯვებისთვის თუმცა
,,დინამომ” მეტად მოინდომა და შეძლო წარმატებისათვის მიეღწია. 

ქეინ კარტერი: მოხარული ვარ, რომ ჩვენმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. რაც
შეეხება ,,დინამოს”, კარგი გუნდია  და მომწონს ჩვენი  თამაშის სტილი. დღეს  განსხვავებულად ვითამაშეთ, რამაც გამარჯვებაც მოგვიტანა.

სერგო ათუაშვილი: მივულოცავ დინამოს გამარჯვებას. ჩვენმა გუნდმა ტრავმების გამო ვერ
მოახერხა კარგად მომზადება  და მიუხედავად მცდელობისა გამარჯვება
მოწინააღმდეე გუნდს დარჩა. 
სუპერლიგა
მეორე წრე III ტური
რუსთავი – სტუ 67:54 (მატჩის მიმოხილვა)
ბათუმი – თსსუ 71:78 (მატჩის მიმოხილვა)
ქუთაისი – არმია 73:81 (მატჩის მიმოხილვა)
ოლიმპი – შსს აკადემია 82:79 (მატჩის მიმოხილვა)