დინამომ სტუ იოლად დაამარცხა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამომ სტუ იოლად დაამარცხა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გუშინ ბათუმში დაწყებული სუპერლიგის მე-10 ტურის დღეს
თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება.დღის პირველ მატჩში შედგა ,,დინამოსა“ და სტუ-ს
დაპირისპირება, სადაც ,,დინამომ“ მეტოქე დიდი სხვაობით, 102:81 დაამარცხა.

შეხვედრა
თავიდანვე  დინამელთა სასარგებლოდ წარიმართა,
რომელთაც პირველ ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და 48:32 იმარჯვეს.  ,,ტექნიკოსებმა“ ვერც მესამე პერიოდში გაუწიეს მეტოქეს
სათანადო წინააღმდეგობა. ,,დინამომ“ დასკვნითი პერიოდის მე-2 წუთზე 22 ქულიანი სხვაობა
– 77:55 დააფიქსირა და ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს შანსიც არ დაუტოვა.  

გამარჯვებულთა  შემადგენლობაში ორმაგი დუბლით ერთბაშად ორი კალათბურთელი
გამოირჩა. ქიენ კარტერმა 30 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა, ხოლო მილან ოლუიჩის ანგარიშზე
19 ქულა და 18 მოხსნაა.  სტუ-ს გუნდში 28 ქულით
თავი გიორგი ხანიაშვილმა  გამოიჩინა, რომელმაც
საკუთარ გუნდს 28 ქულა  შესძინა.  

მატჩისშემდგომ გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც დინამოს
და სტუ-ს გუნდების მწვრთნელებისა და მოთამაშეების მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა.

ირაკლი ხოშტარია
(დინამოს მთავარი მწვრთნელი): პირველ  როგში
მინდა აღვნიშნო ჩემი გამოუცხადებლობა წინა პრესკონფერენციაზე, რომელიც არ იყო გამოწვეული
მატჩის წაგებით. გავიმარჯვებ თუ დავმარცხდები, მე ყოველთვის მზად ვარ ჟურნალისტებთან
შესახვედრად. გუნდის ხელმძღვანელობასთან საქმიანი საუბრის გამო უბრალოდ ფიზიკურად ვერ
მოვახერხე ამოსვლა პრესკონფერენციაზე. გუნდში გარკვეული ცვლილებები იყო და როგორც შევძელით
ისე ვითამაშეთ. კმაყოფილი არ ვარ მატჩით, რადგან ძალიან ბევრი ბურთი გვაქვს გაშვებული.
გადავწყვიტე დუდა სანაძე დამესვენებინა, ხოლო რაც შეეხება ბექა წივწივაძეს, იგი აღარ
არის თბილისის  ,,დინამოს“ წევრი.  გუნდის ხელმძღღვანელთა გადაწყვეტილებით წივწივაძეს
შეუწყდა კონტრაქტი და გათავისუფლებულია გუნდიდან.  

 გია ტეტელაშვილი (სტუ-ს მთავარი მწვრთნელის
ასისტენტი): სტუ-ს მთავარ მწვრთნელს ზურაბ ტომარაძეს  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს
და ამის გამო დღეს გუნდთან ერთდ არ იმყოფებოდა. ვფიქრობ, ამ ფაქტმა გუნდზე  გარკვეული გავლენა იქონია.   რა შეეხება
მატჩს, ,,დინამომ“ ჩვენზე უკეთესად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. პირველ ორ
პერიოდში გუნდი ვერ დალაგდა და ძალიან ცუდად ითამაშა. მესამე პერიოდი 2 ქულით, ხოლო
მეოთხე – 3 ქულით წავაგეთ. პირველ ტაიმის შედეგად ძნელი შემდეგ რთული იყო ამხელა სხვაობის
შემცირება.  უკმაყოფილო ვარ გუნდის თამაშით.

 ირაკლი კეიდია: უპირატესობა
თავიდანვე მოვიპოვეთ, თამაშის ბოლომდე შევინარჩუნეთ და გავიმარჯვეთ.  

 გიორგი ტეტელაშვილი:  ეს იყო ჩვენი ბოლო შანსი პლეიოფში გასვლისა და მაქსიმალური
მობილიზება მოვახდინეთ, მაგარამ სამწუხაროდ არ გამიგვივიდა.