დინამოს დამაჯერებელი გამარჯვება რუსთავთან

დინამოს დამაჯერებელი გამარჯვება რუსთავთან

სუპერლიგის აუტსაიდერ “რუსთავში” ცვლილებებია. გუნდიდან 2 ამერიკელი ლეგიონერი გაუშვეს, რომელიც 2 ახალი ოკეანგაღმელით ჩაანაცვლეს, თუმცა დღეს, “დინამოსთან” მატჩში მხოლოდ ერთ მათგანს – კენდარიუს ჰამილტონს ჰქონდა თამაშის უფლება. გათავისუფლების ფურცლის მოლოდინშია გაცილებით გამოცდილი და მაღალი კლასის გამთამაშებელი – დარილ ბრაიანტი.

რუსთაველებმა იბრძოლეს, რაც შეეძლოთ, წინააღმდეგობა გაუწიეს დინამოელებს, თუმცა კლასითა და გამოცდილებით მეტოქეს ვერ აჯობეს. თავის მხრივ, დინამოელებმაც 2 მარცხით დაიწყეს სუპერლიგის სეზონი და მათთვის თითოეულ მოგებას დიდი მნიშვნელობა აქვთ. ირაკლი ხოშტარიას გუნდი ბოლო მატჩებში დალაგდა და დღეს, “რუსთავის” ძლევით ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მატჩი დინამოელთა გაქცევით დაიწყო. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა საწყისი პერიოდი 22:7 მოიგო, ხოლო შემდეგ რუსთაველებმა იძალეს და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს. რამაზ გოგობერიშვილი ძირითადად ახალგაზრდებს ეყრდნობოდა – მოედანზე ხანგრძლივი დროით იმყოფებოდნენ 18 წლის გიგი ტაბაღუა, ზურა ვაშაკიძე, 21 წლის ლევან გოგალაძე, ასევე ახალგაზრდები – ერეკლე ლორთქიფანიძე, დავით გუგავა და დავით ბარამიძე. 

დინამოელებმა ისარგებლეს და თამაში გამარჯვებამდე მვიდობიენად მიიყვანეს. საბოლოოდ ხოშტარიას გუნდმა 77:61 მოიგო და 4 მატჩიდან 2 გამარჯვებით ცხრილის შუაში დამკვიდრდა. “დინამოს” 20 ქულით და 11 მოხსნით ხორვატმა დემაგოი ბუბალომ ულიდერა. 18 ქულა მოაგროვა ლევან გრძელიძემ, ჯორდან სვოპშირის ანგარიშზე კი 15 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. 19 ქულით და და 13 მოხსნით რუსთაველთაგან ისააკ ბენქსი გამოირჩა, 13 ქულა მოაგროვა ახალწვეულმა კენდარიუს ჰამილტონმა, ხოლო ერეკლე ლორთქიფანიძის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.

დინამო – რუსთავი
სტატისტიკა: 76:61