დიქსონის “სტრასბურმა” აუტსაიდერთან წააგო

დიქსონის “სტრასბურმა” აუტსაიდერთან წააგო

მაიკლ დიქსონის “სტრასბურმა” ესპანეთის ჩემპიონატში მარცი განიცადა. სტრასბურელები ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ “ბულაზაკს” ესტუმრნენ და 102:109 წააგეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 18 წუთში კი 9 ქულა და 4 პასი მიითვალა.
მაიკლმა 2-დან 1 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
“სტრასბურგი” 6 მოგებითა და 5 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 9 დეკემბერს ბოლო ადგილზე მყოფი “შოლეს” წინააღმდეგ ჩაატარებს.