დიჟონმა კიდევ ერთი მატჩი მოიგო

საფრანგეთის ჩემპიონატში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. ვახტანგ ნაცვლიშვილმა “ნანსისთან” მატჩში 8 სროლიდან 4 ზუსტად შეასრულა, მისმა გუნდმა კი მეტოქე 88:69 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე ასევე 6 მოხსნა, 1 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა იყო.
რაც შეეხება გორდონ ჰერბერტის “პო-ორტეზს”, გუნდი გასვლაზე 71:79 “შალონთან” დამარცხდა. არ წაუვიდა სროლა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ჰარისონს, რომელმაც თამაშიდან 13-ში მხოლოდ 2 ტყორცნა შეასრულა ზუსტად.
დიჟონი – ნანსი 88:6927:16, 18:10, 29:15, 14:18დიჟონი: სკიარა (19 ქ. 6 პ. 4 მ), სიმონყ (19 ქ. 12 მ. 2 პ), ლუქსი (17 ქ. 8 მ. 3 პ), ნდოიე (13 ქ. 7 პ. 5 მ), ვახტანგ ნაცვლიშვილი (8 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება).ნანსი: ჟულიანი (13 ქ. 4 მ), მაკლინტოკი (12 ქ. 4 მ), მილისავლიევიჩი (11 ქ. 5 პ), კირკსაი (10 ქ. 4 მ).
დიჟონი: 33 მატჩი, 18:15,  VIII ადგილი.
შალონი – პო-ორტეზი 79:7127:12, 23:20, 13:18, 16:21შალონი: ჯუისი (15 ქ. 4 პ), ბესტი (15 ქ. 7 მ. 3 პ), ევერეტი (15 ქ. 9 მ. 2 პ), დიარა (13 ქ. 6 მ), ლირი (11 ქ. 9 მ), კონე (10 ქ. 6 მ).პო-ორტეზი: სანდერსი (23 ქ. 10 მ), მ. რაიტი (16 ქ. 5 მ), მაილზი (10 ქ. 4 მ).
პო-ორტეზი: 33 მატჩი, 17:16, X ადგილი.