დოპინგ-კონტროლი სუპერლიგაში

პირველად, ქართული კალათბურთის ისტორიაში, საქართველოს
ჩემპიონატის მატჩზე მოთამაშეთა დოპინგ-კონტროლი განხორციელდა. 

სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის
მატჩებზე („შსს-აკადემია“ – „ქუთაისი“, ,,ოლიმპი-არმია”) საქართველოს ანტისადოპინგო
სააგენტოს წარმომადგენლებმა 2-2 მოთამაშეს ტესტი ჩაუტარეს.

კალათბურთელთა შერჩევა მოხდა კენჭისყრის შედეგად. „ქუთაისიდან“
ტესტის გავლა რიჩარდ მათიაშვილს მოუხდა, აკადემიელთაგან – მერაბ ბოქოლიშვილს, ,,არმიიდან” ანატოლი ბოისას, ხოლო ,,ოლიმპიდან” სტენ სოკს. ნახევარფინალური წყვილიებიდან  სინჯები დაილუქა და ლაბორატორიული ტესტირების ჩასატარებლად
ავსტრიაში გაიგზავნება, ხოლო პასუხები 2 კვირის განმავლობაში ჩამოვა.

დოპინგ-კონტროლი ქართულ კალათბურთში ტრადიციული გახდება.
მორიგი ტესტირებები ფინალურ სერიაში იგეგმება და როგორც ანტისადოპინგო სააგენტოს წარმომადგენლები
აცხადებენ, მორიგ ჯერზე თითი გუნდიდან 2-2 მოთამაშეს შეამოწმებენ.