დუდა სანაძე: მინდა, დავიხვეწო და პროფესიონალურ გუნდში ვითამაშო

დუდა სანაძე: მინდა, დავიხვეწო და პროფესიონალურ გუნდში ვითამაშო

საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატ დუდა სანაძეს ამერიკაში ინტერვიუ ჩამოართვეს. სანაძე სან დიეგოს კოლეჯში ვარჯიშობს, გუნდის სრულუფლებიანბი წევრია, მაგრამ იქაური წესების თანახმად, ვერ თამაშობს. ლიცენზიის მისაღებად გარკვეული პერიოდია საჭირო და დუდაც ამ დროს გუნდთან ერთად ვარჯიშში ატარებს, ოფიციალურ თამაშებში კი ვერ მონაწილეობს.
ვებგვერდმა Europeanprospects.com-მა დუდა სანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ქართველი კალათბურთელი სან დიეგოში არსებულ ვითარებაზე და პერსპერქტივებზე საუბრობს…
 
 
 
– რატომ გადაწყვიტე ამერიკის კოლეჯის გუნდში გადასვლა?- ვფიქრობ, ამერიკაში პროგრესირების საშუალება მექნება და აქ მიღებული გამოცდილება ევროპაში დაბრუნების შემდეგ გამომადგება.- ყველაზე მეტად რომელი კომპონენტის გაუმჯობესებაზე მუშაობ?- უფრო ფიზმომზადებაზე. ასევე ვვარჯიშობ სისწრაფეზე, დაცვაზე, ტყორცნაზე და კიდევ არაერთ დეტალზე. ვფიქრობ, მათი დახვეწა ევროპაში დაბრუნების შემდეგ სათანადო შედეგს გამოიღებს.- “სან დიეგოს” მაისურით ჯერ ერთი ოფიციალური მატჩიც არ გითამაშია…- რადგან გუნდის ახალწვეული ვარ, ამავე დროს ევროპაში ბევრი პროფესიონალური მატჩი მაქვს ჩატარებული, ამერიკაში ჩამოსვლიდან პირველივე წელს თამაშის უფლება არ მაქვს. ამაზე არ ვღელავ, ვემზადები და მომავალი სეზონიდან ვითამაშებ კიდეც.- სასწავლებელში რა სპეციალობას ეუფლები?- ბიზნესს ვსწავლობ, რომელსაც არაერთი განხრა აქვს და მეტად სანტერესოა.- 4 წლის შემდეგ სად იქნება დუდა სანაძე?- მინდა გავუმჯობესდე როგორც დაცვის, ასევე შეტევის კუთხით და კალათბურთი კარგ პროფესიონალურ გუნდში ვითამაშო.- “სან დიეგოში” კიდევ სამი ევროპელია: ჰოლანდიელი ჯიტო კოკი და ბერძენი ჯონ სინისი ახლახან ჩამოვიდნენ, გერმანელი დენის კრამერი კი ამერიკაშია გაზრდილი. რა სხვაობას ხედავ აქაურ და ევროპულ კალათბურთს შორის?- მოთამაშეებს მაინც ეტყობათ ევროპული სტილი, მაგრამ ამერიკულ კალათბურთსაც იოლად აუღეს ალღო. სხვადასხვა კუთხით გუნდისთვის ყველა სასარგებლოა.