დუდა სანაძე მოედანს დაუბრუნდა

დუდა სანაძე მოედანს დაუბრუნდა

საქართველოს ნაკრებისა და სერბული „ბორაცის“ კალათბურთელი კორონავირუსის გადატანის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და ადრიატიკის ლიგაზე ითამაშა. ქართველი კალათბურთელის გუნდი მორიგ ტურში ბოსნია და ჰერცოგოვინას წარმომადგენელს „იგოკეას“ დაუპირისპირდა და 61:88 წააგო.

დუდა სანაძემ შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და მოედანზე 21 წუთი გაატადა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 7-დან 2 ორქულიანი, ასევე 7-დან 2 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო.

14 ტურის შემდეგ, „ბორაცი“ ადრიატიკის ლიგის სატურნირო ცხრილში 4 მოგებით და 10 მარცხით მე-11 ადგილზე იმყოფება.