დუდა სანაძის 15 ქულა კვიპროსის ჩემპიონატში

დუდა სანაძის 15 ქულა კვიპროსის ჩემპიონატში

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მსროლელი დუდა სანაძე კვიპროსში კვლავ შედეგიანად ასპარეზობს. მისმა „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის 2023 წლის პირველი მატჩი სტუმრად, ლარნაკის აეკ-თან გამართა და 70:81 დამარცხდა.

დუდამ 39 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 15 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. 8 სამქულიანი და 8 საჯარიმო სტყორცნა, საიდანაც ქართველმა 3 სამიანი და 6 საჯარიმო ჩააგდო.

მატჩის ბომბარდირი სანაძის თანაგუნდელი, ამერიკელი პოლიკაპი გახდა – 24 ქულა.

„ანორთოსისს“ 5 მოგება, 5 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.