დუდა სანაძის 19 ქულა და მისი “ბორაცის” გამარჯვება FMP-სთან

დუდა სანაძის 19 ქულა და მისი “ბორაცის” გამარჯვება FMP-სთან

სერბულმა “ბორაცმა” ადრიატიკის ლიგაზე მორიგი მატჩი მოიგო და კვლავ ქართველის დახმარებით. დუდა სანაძემ წინა ტურში ბორაცელებს სლოვენიური კრკა დაამარცხებინა, დღეს კი ქართველი ლეგიონერი სერბულ FMP-სთან ბომბარდირი გახდა. სანაძის გუნდმა შეხვედრა 83:76 მოიგო და ცხრილში გვარიანად დაწინაურდა.

სანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 28 წუთით გამოჩნდა და 19 ქულა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 მოხსნა მიითვალა. დუდამ 4 ჯარიმა მიიღო, ბურთი არ დაუკარგავს და მეტოქეებიც მასზე ოთხჯერ დაჯარიმდნენ. სანაძემ 7-დან 7 საჯარიმო, 7-დან 2 სამიანი და 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო. სანაძე ბომბარდირი გახდა, საერთო სარგებლიანობით კი თანაგუნდელთაგან მხოლოდ ნენად ნერანჯიჩს და დუშან მილეტიჩს, მცირედით ჩამორჩა. 

7 მოგებითა და 16 წაგებით ბორაცი 14-გუნდიან ადრიატიკის ლიგაში მე-8 ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის საფრთხე აღარ ემუქრება.