დუდა სანაძის 22 ქულა ილიაბუმთან წაგებულ მატჩში

დუდა სანაძის 22 ქულა ილიაბუმთან წაგებულ მატჩში

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, დუდა სანაძემ პორტუგალიის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა, ოლივეირენშე ილიაბუმთან საშინაო მარცხისგან ვერ იხსნა – 78:83. გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 16:27 დათმეს. სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 29:41 წუთში 22 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება მიითვალა.

ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 3 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

ოლივერირენშემ პორტუგალიურ ლიგაში ზედიზედ მესამედ წააგო და 7 გამარჯვებით მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 14 დეკემბერს, სტუმრად, აუტსაიდერ ტერსეირასთან ჩაატარებს.