დუდა სანაძის ოლივეირენშემ პორტუგალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო

დუდა სანაძის ოლივეირენშემ პორტუგალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო

საქართველოში, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამომგზავრებამდე დუდა სანაძემ პორტუგალიის ჩემპიონატში ითამაშა. ქართველი უკანახაზელის ოლივეირენშემ მე-20 ტურში ბარეირენსეს უმასპინძლა და მეტოქე 22 ქულით დაამარცხა – 89:67. სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო. ქართველმა კალათბურთელმა 4 ქულას, 2 მოხსნასა და 3 პასს მოუყარა თავი.

ოლივეირენშემ მეტოქეს სამი მეოთხედი მოუგო, ხოლო ბოლო მეოთხედი ფრედ დაასრულა. სანაძის გუნდი 33 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ ბენფიკას 5 ქულით ჩამორჩება. დუდა მომდევნო ტურში მადეირას ესტუმრება, რომელიც მე-8 ადგილზეა.