დუდა სანაძის პირველი მარცხი პორტუგალიაში და 10 ქულა ლიდერ პორტუსთან

დუდა სანაძის პირველი მარცხი პორტუგალიაში და 10 ქულა ლიდერ პორტუსთან

რაც პორტუგალიაში გადავიდა, დუდა სანაძის გუნდმა პირველად წააგო. ქართველი უკანახაზელი “ოლივეირენშეში” 1 თვის წინ გადავიდა და მას შემდეგ ამ გუნდმა 5 მატჩი მოიგო. პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ ტურში კი ოლივეირენშელები ლიდერ პორტუს შეხვდნენ და 71:81 წააგეს. 

ოლივეირენშემ მხოლოდ მე-3 მეოთხედი (23:16) მოიგო, დანარჩენები კი დათმო და ბოლოსკენ გამარჯვების შანსი აღარ ჰქონია. 

სანაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 30:25 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

დუდამ 5-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში, მასპინძლებმა სტუმრებზე 24 ქულით ნაკლები ჩააგდეს და სამწუხაროდ, ეს უარესი მაჩვენებელი გახლდათ.

ოლივეირენშე 7 მოგებითა და 2 წაგებით მე-3 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 1 დეკემბერს, სტუმრად, მეორეადგილოსან სპორტინგთან ჩაატარებს.